logo_geo
eng_logo
ამერიკულმა მხარემ საექსპერტო-კრიმინალისტიკურ დეპარტამენტს სპეციალური აღჭურვილობა გადასცა
- +

22 ოქტომბერი. 2021. 12:49

 

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკურ დეპარტამენტს ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლისა და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის საერთაშორისო ბიურომ (INL) სპეციალური აღჭურვილობა გადასცა.

 

ღონისძიებას აშშ-ის საელჩოს ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლისა და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის საერთაშორისო ბიუროს (INL), აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის (DoJ) და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის წარმომადგენლები დაესწრნენ.

 

„თანამედროვე აღჭურვილობა ხელს შეუწყობს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაძლებლობების გაძლიერებას და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ლაბორატორიული კვლევების ჩატარებას. შინაგან საქმეთა სამინისტროსა და აშშ-ის საელჩოს ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლისა და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის საერთაშორისო ბიუროს მრავალწლიანი თანამშრომლობის ფარგლებში, არაერთი წარმატებული პროექტი განხორციელდა“, - აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner