შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკურ დეპარტამენტს ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლისა და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის საერთაშორისო ბიურომ (INL) სპეციალური აღჭურვილობა გადასცა.
ღონისძიებას აშშ-ის საელჩოს ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლისა და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის საერთაშორისო ბიუროს (INL), აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის (DoJ) და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის წარმომადგენლები დაესწრნენ.
„თანამედროვე აღჭურვილობა ხელს შეუწყობს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაძლებლობების გაძლიერებას და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ლაბორატორიული კვლევების ჩატარებას. შინაგან საქმეთა სამინისტროსა და აშშ-ის საელჩოს ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლისა და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის საერთაშორისო ბიუროს მრავალწლიანი თანამშრომლობის ფარგლებში, არაერთი წარმატებული პროექტი განხორციელდა“, - აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.