logo_geo
eng_logo
Unique Experiences-ის ხელმძღვანელი: კოვიდურ პერიოდში, მოგზაურები ახალი ტურისტული მარშრუტებითა და საინტერესო პროდუქტების აღმოჩენით ინტერესდებიან - ამ მიმართულებით, საქართველოს დიდი შესაძლებლობები აქვს
- +

22 ოქტომბერი. 2021. 13:38

 

 

 

Unique Experiences-ის ხელმძღვანელი, იზაბელა კორნეტი, რომელიც საქართველოს სტუმრობდა, ამბობს, რომ ქართული სტუმართმოყვარეობა განსაკუთრებულია. მისი თქმით, ქვეყანას დიდი ტურისტული პოტენციალი აქვს.

 

„ძალიან მოვიხიბლე ქართული სტუმარმასპინძლობით, ჩვენ ვიყავით საოჯახო მარნებში, შევხვდით ადგილობრივებს, დავაგემოვნეთ ქართული ღვინო. კოვიდურ პერიოდში, მოგზაურები ახალი ტურისტული მარშრუტებითა და საინტერესო პროდუქტების აღმოჩენით ინტერესდებიან. ამ მიმართულებით, საქართველოს დიდი შესაძლებლობები აქვს. სხვა ქვეყნების მსგავსად, საქართველოს აქვს საინტერესო ისტორია, მონასტერი, მაგრამ ვფიქრობ, ქართული სტუმართმოყვარეობა სხვებისგან გამორჩეულია“, - განაცხადა იზაბელა კორნეტმა.

 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და Culinary & Wine Expedition-ის თანაორგანიზებით, საქართველოს პოპულარული ფრანგული გამოცემების ჟურნალისტები და ფოტოგრაფები ეწვივნენ. Le Figaro-ს, AR Magazine-ის, Voyages de Luxe-ისა და სხვა მაღალრეიტინგული ჟურნალების წარმომადგენლებმა თბილისი, მცხეთა, უფლისციხე, ბორჯომი, ახალციხე, ვარძია, წინანდალი და სხვა ტურისტულად პოპულარული ადგილები მოინახულეს. დაათვალიერეს ღვინის მარნები, დააგემოვნეს ქართული ღვინო, გაეცნენ ქართულ სამზარეულოსა და ეწვივნენ მუზეუმებს.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner