აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ კახა კალაძეს ბათუმის ტრაგედიის დროს მხარდაჭერისა და სოლიდარობისთვის მადლობა გადაუხადა.
,,დღეს გამართულ თათბირზე 8 ოქტომბერს სადარბაზოს ჩამონგრევის შედეგად დაზარალებულთა და გარდაცვლილთა ოჯახების საკითხი განვიხილეთ. გატარებულია ყველა ის აუცილებელი ღონისძიება, რაც ემსახურება მათ უსაფრთხოებას. მინდა შემთხვევით ვისარგებლო და მადლობა გადავუხადო თბილისის მერს, ბატონ კახი კალაძეს, ვინაიდან, როგორც მოგეხსენებათ, ძალიან მნიშვნელოვანი დახმარება გაეწია დაზარალებულთა ფონდს თბილისის მერიის მხრიდან “ - განცხადა თორნიკე რიჟვაძემ.