logo_geo
eng_logo
ქეთევან ერემაძე: ჩემზე არანაირ ზეწოლას ადილი არ ჰქონია
- +

28 ივლისი. 2016. 12:38



საქართველოს მთავარ პროკურატურაში საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე ქეთევან ერემაძე მივიდა. დაკითხვაზე შესვლამდე, მან მედიასთან კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, მასზე არანაირ ზეწოლას ადგილი არ ჰქონია.


ერემაძის თქმით, მოსამართლეებთან აღნიშნულ საკითხზე გიორგი პაპუაშვილს კომუნიკაცია ჰქონდა.


„გიორგი პაპუაშვილის განცხადებაში გაჟღერებული ინფორმაციიდან, არცერთი არ მეხებოდა პერსონალურად, თუმცა, ასევე არასწორი იქნება იმის თქმა, რომ ის, რაც გიორგი პაპუაშვილმა გააჟღერა, პირველად გავიგე, ან არაფერი ვიცოდი ამის შესახებ. სასამართლოში, მოსამართლეებთან ერთად ამაზე გვისაუბრია. ვიდრე ბატონი გიორგი ასეთ განცხადებას გააკეთებდა, პლენუმის ფორმატში ჩაგვაყენა საქმის კურსში. ჩემთან დაკავშირებით, არანაირ ზეწოლას არ ჰქონია ადგილი, მაგრამ ასევე შემიძლია ვთქვა, რომ ის, რაზეც საუბრობს გიორგი პაპუაშვილი, ამაზე ინფორმაცია გვქონდა", - განაცხადა ქეთევან ერემაძემ.


 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner