logo_geo
eng_logo
რუსეთი სირიაში მასშტაბურ ჰუმანიტარულ ოპერაციას იწყებს
- +

28 ივლისი. 2016. 13:15



რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ განაცხადა, რომ რუსეთი სირიის მთავრობასთან ერთად ქალაქ ალეპოში მასშტაბურ ჰუმანიტარულ ოპერაციას იწყებს.

მისი თქმით, ქალაქში გაიხსნება სამი ჰუმანიტარული კორიდორი, რომლის საშუალებითაც მშვიდობიანი მოსახლეობა ქალაქის დატოვებას შეძლებს.

ჰუმანიტარული კორიდორის რაიონებში გაიხსნება საველე პუნქტები, სადაც მოსახლეობას პირველად სამედიცინო დახმარებას გაუწევენ და საკვები პროდუქტებით უზრუნველყოფენ.

კიდევ ერთი კორიდორი გაიხსნება იმ „ბოევიკებისთვის", რომლებიც საბრძოლო მოქმედებებზე უარს იტყვიან.

ბოლო 4 წელიწადია სირიის ქალაქი ალეპო ორადაა გაყოფილი - ქალაქის დასავლურ ნაწილს სირიის არმია, აღმოსავლურს კი მისი მოწინააღმდეგეები აკონტროლებენ.


 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner