თბილისში, მუშა ლიფტის შახტაში ჩავარდა. არსებული ინფორმაციით, შემთხვევა მშენებარე კორპუსში მოხდა. ახალგაზრდა კაცი საავადმყოფოში გადაყვანეს. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
როგორც imedinews-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 240–ე მუხლით, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.