logo_geo
eng_logo
კასპში გამწვანების აქცია ჩატარდა
- +

22 ოქტომბერი. 2021. 17:15

 

 

კასპის მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე ბუნების მკვლევართა კავშირ „ორქისი“-ს მენეჯერს მარიამ ქიმერიძეს შეხვდა.

 

შეხვედრაზე იმსჯელეს სამომავლო თანამშრომლობაზე, რომელიც  დღეს ხელმოწერილი  მემორანდუმით კვლავ  გაგრძელდება.

 

„ორქისი“  და კასპის მუნიციპალიტეტის მერია წლებია თანამშრომლობს და მუნიციპალიტეტს მარადმწვანე და ფოთლოვანი ნერგებს გადასცემს. ნერგების შეძენას ფინანსურად შვედეთის მთავრობა უზრუნველყოფს. სამომავლო

 

შეხვედრის შემდეგ ორქისელები #4 საბავშვო ბაღს ეწვივნენ, სადაც კავკასიური ფიჭვის, კაკლის და ნუშის ნერგები ბაღის ეზოში თანამშრომლებთან და პატარებთან ერთად დარგეს.

 

ამჯერად „ორქისელებმა“ კასპელებს კავკასიური  ფიჭვის, ნუშის,  და კაკლის ნერგები ჩამოუტანეს, რომლებიც მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებსა და  სკვერებში დაირგა.

 

კასპის მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ ბუნების მკვლევართა კავშირ „ორქისი“ს წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა თანამშრომლობისათვის.

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner