logo_geo
eng_logo
ევროკავშირი მზად არის, ბელარუსის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესების შესაძლებლობა განიხილოს
- +

22 ოქტომბერი. 2021. 21:49

 

 

ევროკავშირის აღმოსავლეთ საზღვრებზე საიმიგრაციო ჰიბრიდული თავდასხმის გამო, ევროკავშირი მზად არის, ბელარუსის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესების შესაძლებლობა განიხილოს. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა.

 

„ბელარუსის ხელისუფლების ქმედებებს ჰიბრიდულ თავდასხმად განვიხილავთ. ხალხი, რომელსაც ლუკაშენკოს რეჟიმი იყენებს, მსხვერპლია. მიგრაციის ეს ინსტრუმენტალიზაცია ევროკავშირზე პოლიტიკურ ზეწოლას ახდენს. ლუკაშენკოს რეჟიმზე ზეწოლა გაგრძელდება. მზად ვართ, შემდგომი სანქციების ვარიანტები შევისწავლოთ“, - აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner