logo_geo
eng_logo
ალექსანდრე ჯეჯელავა: ასეთი წყნარი წინასაარჩევნო ვითარება საერთოდ არ გვქონია
- +

28 ივლისი. 2016. 13:29


 

„ვფიქრობ, რომ ასეთი წყნარი, მშვიდი და დაბალანსებული წინასაარჩევნო ვითარება საერთოდ არ გვქონია",- განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ დავით უსუფაშვილის ინიციატივაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც სამუშაო ჯგუფის შექმნას უკაშირდებოდა.


ჯეჯელავამ განაცხადა, რომ  არსებობს უწყებათაშორისო კომისია, რომელიც წინასაარჩევნო პროცესების გამჭვირვალედ, მშვიდად და წყნარად ჩატარებას ემხრობა.


„რაღაც პარალელური სტრუქტურა რატომ უნდა შეიქმნას? მგონია, რომ ჩვენი ახლანდელი წინასაარჩევნო გარემო, მიმდინარე პროცესები, - ახლა ნაწილი ვარ ფაქტობრივად ამ ყველაფერის და ახლოდან ვუყურებ, - მგონია, რომ ასეთი წყნარი, მშვიდი და დაბალანსებული წინასაარჩევნო ვითარება საერთოდ არ გვქონია", - განაცხადა  ჯეჯელავამ.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner