logo_geo
eng_logo
ავღანეთიდან ჯო ბაიდენის მიერ ამერიკული ჯარების გაყვანის საკითხზე აშშ-ის რამდენიმე უწყებამ გამოძიება დაიწყო
- +

23 ოქტომბერი. 2021. 10:15

 

 

 

რამდენიმე ამერიკულმა უწყებამ ჯო ბაიდენის მიერ ავღანეთიდან ამერიკული ჯარების გაყვანის საკითხზე გამოძიება დაიწყო. ამის შესახებ გამოცემა The Wall Street Journal-ი წერს.

 

დამოუკიდებელ გამოძიებებს ატარებენ პენტაგონის, სახელმწიფო დეპარტამენტის, შიდა უსაფრთხოების სამინისტროს, ჯანდაცვის სამინისტროს და საერთაშორისო განვითარების ამერიკული სააგენტოს გენერალური ინსპექტორები.

 

გარდა ამისა, ისინი მოკვლევას ჩაატარებენ ავღანეთიდან დიპლომატიური კორპუსის, ამერიკის საელჩოს დახურვისა და ავღანელი მიგრანტების ევაკუაციის საკითხებზე.

 

გენერალური ინსპექტორები ავღანეთის აღდგენის საკითხში აშშ-ის სპეციალურ გენერალურ ინსპექტორთან ითანამშრომლებენ.

 

30 აგვისტოს აშშ-მა ავღანეთიდან ჯარების გაყვანის დასრულება გამოაცხადა. 15 აგვისტოს „თალიბანის“ წევრები ქაბულში შევიდნენ. ამის შემდეგ აშშ-ის საელჩოდან დიპლომატების ევაკუაცია ვერტმფრენით განხორციელდა. ავღანეთის პრეზიდენტი აშრაფ ღანი ქვეყნიდან გაიქცა. „თალიბანი“ ავღანეთს სრულად აკონტროლებს.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner