იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი მიესალმება საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების გადაწყვეტილებას, ითანამშრომლონ გამოძიებასთან და იმედი გამოთქვა, რომ გიორგი პაპუაშვილიც, მისი კოლეგების მსგავსად, მივა პროკურატურაში.
„მიხარია და მივესალმები იმ ფაქტს, რომ მოსამართლეებმა მიიღეს შესაბამისი ზომები, მათ გაუჩნდათ დროც იმისთვის, რომ პროკურატურასთან პირდაპირი კავშირი დაამყარონ, საგამოძიებო ორგანოებს მისცენ საშაულება, მიიღონ ინფორმაცია, რომელზეც სავარაუდო ზეწოლის სახით საუბრობს ბატონი გიორგი პაპუაშვილი. დღემდე ჩვენ ვერ მოვისმინეთ ჯერჯერობით ვერც ერთი მოსამართლის განცხადება, თუ რა ტიპის, სად, ვის მიერ, რამდენჯერ და რა მიზნით ხორციელდება ე.წ. ზეწოლები.
დიდი იმედი მაქვს, გიორგი პაპუაშვილიც, მისი კოლეგების მსგავსად, მივა საგამოძიებო ორგანოში, რადგან როგორც ჩანს, ის არის ერთ-ერთი, თუ არა ერთადერთი, ადამიანი, ვინც უნდა ფლობდეს იმ ინფორმაციას, რომელზეც საჯარო განცხადებებს აკეთებს",- განაცხადა წულუკიანმა.