სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უწყების სპეცდანიშნულების რაზმის გადაადგილებასთან დაკავშირებით კონკრეტული მედიასაშუალებების მიერ გავრცელებულ მორიგ დეზინფორმაციას ეხმაურება.
„სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სპეცდანიშნულების რაზმის არცერთ თანამშრომელს თავისი მუდმივი დისლოკაციის ადგილი არ დაუტოვებია.
მსგავსი დეზინფორმაციის გავრცელება პირდაპირ ემსახურება წინასაარჩევნოდ საზოგადოებაში შიშისა და პანიკის დათესვას, აზიანებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის იმიჯს და მიზნად ისახავს უწყების მიმართ საზოგადოების ნდობის შემცირებას“, - აღნიშნავენ სუს-ში.