logo_geo
eng_logo
განათლების საერთაშორისო ცენტრის ახალი სახელოვნებო აკადემიური პროგრამების შედეგები ცნობილია
- +

28 ივლისი. 2016. 13:49



ახალი სახელოვნებო პროგრამა განათლების საერთაშორისო ცენტრმა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობით გამოაცხადა. 2016-2017 სასწავლო წლისთვის სახელოვნებო სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელების მსურველებს


განაცხადების წარმოდგენა   - 2016 წლის  1 ივნისიდან - 2016 წლის  30 ივნისის  ჩათვლით შეეძლოთ.


2016-2017 სასწავლო წლისათვის ამ სასტიპენდიო პროგრამის  ფარგლებში პრიორიტეტულად განისაზღვრა შემდეგი მიმართულება/ დარგი/სპეციალობა:


  • ხელოვნება;
  • რესტავრაცია/კონსერვაცია.



სასტიპენდიო პროგრამა ითვალისწინებს ხელოვნების მიმართულებისა და რესტავრაცია/კონსერვაციის დარგის/სპეციალობის სამაგისტრო/სადოქტორო პროგრამებზე საზღვარგარეთ სწავლის დაფინანსებას.



აპლიკანტებმა სამეტაპიანი კონკურსი გაიარეს  და უცხოეთში სასწავლებლად სახელმწიფო დაფინანსება მოიპოვეს. დაფინანსება გულისხმობს სრულ და ნაწილობრივ გრანტს სწავლისა და საცხოვრებელი ხარჯების დასაფინანსებლად.  საქართველოს 7 მოქალაქე სწავლას სახელოვნებო სამაგისტრო პროგრამებზე საზღვარგარეთ განაგრძობს. დაფინანსებული პირები იღებენ ვალდებულებას, სწავლის დასრულების შემდგომ წარმოადგინონ შესაბამისი აკადემიური ხარისხის მინიჭების დამადასტურებელი დოკუმენტი და დასაქმდნენ საქართველოში სამი წლის განმავლობაში შესაბამის სფეროში.



აპლიკანტების დაფინანსების შესახებ გადაწყვეტილება განათლების საერთაშორისო ცენტრის სახელოვნებო საკონკურსო კომისიამ მიიღო. თითოეული კონკურსანტის შეფასებას კომისიის წევრები წინასწარ დადგენილი კრიტერიუმების მიხედვით, ერთმანეთისგან დამოუკიდებლად აწარმოებდნენ. განათლების საერთაშორისო ცენტრის საკონკურსო კომისია 5 წევრისგან შედგება, კომისია შედგება სახელმწიფო უწყებებისა და სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულებების  წარმომადგენლებისგან.



სასტიპენდიო პროგრამის მიზანია საქართველოს მოქალაქეებისათვის უცხოეთის უნივერსიტეტში, ხელოვნების მიმართულებისა და რესტავრაცია/კონსერვაციის დარგის/სპეციალობის  სამაგისტრო/სადოქტორო პროგრამებზე სწავლის ხელმისაწვდომობის ამაღლება.



განათლების საერთაშორისო ცენტრი 2014 წელს დაარსდა და  2014-16 წლებში  270-მდე სასწავლო სტიპენდია გასცა საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელების მსურველი საქართველოს მოქალაქეებისთვის.  მათმა  ნაწილმა უკვე დაასრულა საზღვარგარეთ სწავლა,  დაბრუნდა ქვეყანაში და მიღებული ცოდნის რეალიზებას საკუთარ ქვეყანაში  განაგრძობს.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner