წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, „ქართული ოცნების" აჭარის რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ბათუმის მერობის კანდიდატთან არჩილ ჩიქოვანთან და აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარესთან დავით გაბაიძესთან ერთად, აჭარაში მოქმედ კერძო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრის ფარგლებში, რეგიონში ბიზნესის განვითარების საკითხებსა და მისი ხელშეწყობის გზებზე ისაუბრეს.