საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ „ქართული ოცნება" არის რესურსების მქონე პარტია, რომელმაც ქვეყანა განვითარების სწორ გზაზე დააყენა და რომელმაც ოთხი წლის განმავლობაში უფრო მეტი გააკეთა, ვიდრე წინამორბედმა მთავრობებმა.
„ქართული ოცნება", რაც უნდა გასაკვირი იყოს ზოგიერთი ოპონენტისთვის, არის რესურსის მქონე პარტია. ეს არის პარტია, რომელმაც ოთხი წლის განმავლობაში ოკუპირებული ქვეყანა სტაბილურობის და მშვიდობის პირობებში ამყოფა. ეს არის პარტია, რომელმაც საქართველო, რეგიონული და მსოფლიო კონტექსტის მიუხედავად, ამყოფა განვითარების გზაზე, ეს ქვეყანა, ძალიან მძიმე მემკვიდრეობის მიუხედავად, შეაყენა განვითარების სწორ, პროგრესის გზაზე. პირდაპირ ვიტყვი, რომ „ქართული ოცნება" არის პარტია, რომლის მთავრობამაც ოთხი წლის მანძილზე გააკეთა უფრო მეტი, ვიდრე ერთად აღებულმა არაერთმა მთავრობამ წარსულში. ეს გახლავთ რესურსიანი „ქართული ოცნება", როგორც პოლიტიკური მმართველი პარტია. ამიტომაც „ქართულ ოცნებას", როგორც რესურსიან პარტიას, ექნება საშუალება, „რესპუბლიკელებზე" თუ უპარტიო მინისტრებზე არანაკლებ კონკურენტული კადრი დაასახელოს", - აღნიშნა თეა წულუკიანმა.