logo_geo
eng_logo
ნიკო ბიკოევი: ქართველებმა მიპასუხეთ, „რა პონტში“ გევასებათ მიხეილ სააკაშვილი?
- +

23 ოქტომბერი. 2021. 19:39

 

 

სამოქალაქო აქტივისტი ნიკო ბიკოევი სოციალურ ქსელში გზავნილს ავრცელებს:

 

„ოსებს რომ მოგვწონდეს სააკაშვილი ეგ გასაგებია, გამსახურდიას მიერ გაუქმებული ავტონომიური ოლქი აღგვიდგინა, სამხრეთ ოსეთი დაარქვა, პრეზიდენტი დაგვინიშნა და ლენინგორი და მიმდებარე ტერიტორიები მოგვყიდა.

 

აზერებს რომ ევასებოდეთ ეგეც გასაგებია წითელი ხიდი , დავიდ გარეჯი და სტრატეგიული სიმაღლეები ფაქტიურად აჩუქა, აფხაზებსაც უნდა მოწონდეთ წესით კოდორის ხეობა ომით აიღო და აფხაზებს ჩააბარა, თან ზემო აფხაზეთი დაარქვა არ დაგავიწყდეთ, სომხებსაც რაღაც საზღვარი შეუსწორა მათ სასარგებლოდ, ლორესთან ( თუ არ ვცდები).

 

თურქებსაც უნდა უყვარდეთ იმიტომ რომ მოქალაქეობას პონჩიკებივით ურიგებდა.

 

რუსებს კი ლანძღავენ ნაცები, მარა ყველაზე მეტად მათ უყვართ. 100 ზე მეტი ჰესი  ბორჯომი, და მრავალი სტრატეგიული ობიექტი გადასცა.

 

ეხლა ქართველებმა მიპასუხეთ თქვენ რა პონტში გევასებათ ბატონი მიხეილ სააკაშვილი?!“- წერს ბიკოევი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner