logo_geo
eng_logo
კარაკასის ზოოპარკში შიმშილის გამო 50 ცხოველი მოკვდა
- +

28 ივლისი. 2016. 14:31



ბოლო ნახევარი წლის განმავლობაში ვენესუელი დედაქალაქის ზოოპარკში შიმშილისგან 50 ცხოველი მოკვდა. სააგენტო Reuters­ის ცნობით, ამის შესახებ ზოოპარკთა თანამშრომლების პროფკავშირის ხელმძღვანელმა მარლენ სიფონტესმა განაცხადა. მისი თქმით, ზოგი ცხოველი სიკვდილამდე ორი კვირის განმავლობაში საკვების გარეშე იმყოფებოდა. ხორცის უკმარისობის გამო, ლომებსა და ვეფხვებს მანგოსა და გოგრას აჭმევდნენ.


თავის მხრივ, ვენესუელის ხელისუფლება უარყოფს, რომ ცხოველების სიკვდილის მიზეზი შიმშილი გახდა.


დასავლური მედიის ინფორმაციით, ვენესუელის სხვა ქალაქების ზოოპარკები კიდევ უფრო კრიტიკულ მდგომარეობაშია. ზოოპარკის თანამშრომლები იძულებულები არიან, ადგილობრივ ბიზნესმენებს ცხოველებისთვის ხორცის და ხილის ყიდვა სთხოვონ.


ვენესუელა ნავთობის ფასის ვარდნის გამო მძიმე ეკონომიკურ კრიზისს განიცდის. ოპოზიცია მიიჩნევს, რომ კრიზისის მიზეზი მთავრობის არასწორი ეკონომიკური პოლიტიკაა. ქვეყანაში პირველადი საჭიროების ნივთების მწვავე დეფიციტია. ივლისის დასაწყისში 500­მდე ვენესუელელმა კოლუმბიის საზღვარი გაარღვია, რომ იქ პროდუქტი ეყიდა. ამ ინციდენტის შემდეგ ხელისუფლებამ გადაწყვიტა, საზღვარი რეგულარულად გახსნას, რომ ვენესუელის მოქალაქეებმა მეზობელ ქეყანაში აუცილებელი ნივთების შეძენა შეძლონ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner