logo_geo
eng_logo
ზურაბ ქადაგიძე: ეს რეგვენი იმ ოცნებაზე წერს, მათივე დაწესებულ რეფერენდუმზე, მუხლზე რომ გადაიმტვრია მთელი ოპოზიცია
- +

23 ოქტომბერი. 2021. 22:36

 

 

„ჰოდა, აი, ამ თავხედობას და ტყუილებს არ გპატიობთ ხალხი!“ - ასე მიმართავს ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე „მთავარი არხის“ დირექტორს ნიკა გვარამიას, რომელიც თავის facebook სტატუსში აზიარებს ტელეკომპანია POSTV-ის მიერ დღეს ბათუმში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ორგანიზებულ აქციის ფოტომასალას, სადაც მანიფესტანტების მცირე რაოდენობა ჩანს.

 

„აი, რატომ ეზიზღება ნაცმოძრაობა ხალხს. ეს რეგვენი წერს „ოცნებას“ ამომრჩეველი კანტი-კუნტად შერჩაო. იმ „ოცნებაზე“ წერს, აი, მათივე დაწესებულ რეფერენდუმზე რომ მუხლზე გადაიმტვრია მთელი ოპოზიცია, 64-დან 44 ოლქი რომ მოიგო და დანარჩენ 20 ოლქში, რომ ყველა „ოცნების“ კანდიდატია. ჰოდა, აი, ამ თავხედობას და ტყუილებს არ გპატიობთ ხალხი!“ - წერს ქადაგიძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner