ანრი ოხანაშვილი: რომელი უფრო სწორია – „გაერთიანებული ოპოზიცია“ თუ “ჭეშმარიტ „ნაცთა ერთობა“?
-
+
23 ოქტომბერი. 2021. 23:11
„რომელი უფრო სწორია: „გაერთიანებული ოპოზიცია“ თუ „ჭეშმარიტ ნაცთა ერთობა?!”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ანრი ოხანაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
„წარმოუდგენელია, მაგრამ დავუშვათ, რომ:
- თურმე, მელია, ხოშტარია და გირჩი ჯაფარიძე 2012 წელს აპროტესტებდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ დანაშაულებს და ამის გამო თანამდებობებიც კი დაუტოვებიათ, ხოლო ხაზარაძეს პროტესტის ნიშნად ბანკი დაუტოვებია მაშინდელი სახელმწიფო ტერორის გამო!
- შემდეგ, სწორედ ასეთი პრინციპულობის გამო შეკავშირებულან ეს პრინციპული და სამართლიანობისთვის მებრძოლი ადამიანები – იგივე ჭეშმარიტად ანტი-ნაცები – არც მეტი და არც ნაკლები, მხოლოდ აწმყოსთვის.
- აწმყო კი, ამ ჭეშმარიტად ანტი-ნაცური გაგებით, ოცნების დამარცხებაა!
- ფაქტია, ეს „გაერთიანება“ ჭეშმარიტად აწმყოა მომავლის გარეშე!
- (ეს რიცხვიც სიმბოლურია) პრინციპში, მათი ბელადი-მიშასთვის ხომ არიან გაერთიანებული და ასეთ დიდ მისიაზე მეტი რა გააერთიანებთ ჭეშმარიტ ნაცებს.
დასკვნა: სწორია „ჭეშმარიტ ნაცთა ერთობა!“, – წერს ოხანაშვილი.