„ოდესაც ზურაბ ჯაფარიძე ამბობს, რომ მეორე ტურში გამარჯვება საქმის კეთებისა და მუნიციპალიტეტის განვითარების წინაპირობა კი არ, არამედ რაღაც პროცესის დაწყების წინაპირობა იქნება. ყველამ ვიცით ეს რაღაც პროცესი რა არის“, - ეს განცხადება „ქრონიკაში“ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა არჩილ თალაკვაძემ გააკეთა.
„ყველას ახსოვს „ქართულმა ოცნებამ“ ამ წლების განმავლობაში რისი გაკეთება შეძლო თუნდაც მუნიციპალიტეტების დონეზე. ეს არის ბევრი სოციალური პროექტი, ბევრი ინფრასტრუქტურული პროექტი, ეკონომიკური ინიციატივები, სოფლის მეურნეობა. ნებისმიერ მუნიციპალიტეტში თქვენ ნახავთ ახალ სკოლებს, ახალ საბავშვო ბაღებს, დაგებულ ცენტრალურ მაგისტრალებს, გაზიფიკაციას, სოფლის მეურნეობის პროექტებს. ნახავთ მოწესრიგებულ საკითხებს, რომლებიც წლების განმავლობაში იყო გადაუწყვეტელი“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.