ხვალ, 24 ოქტომბერს, 17 საათზე პუშკინის ქუჩაზე ესტაკადის ქვეშ, გაიმართება სკვერი "ავანგარდის" მხარდამჭერი კონცერტი.
ხელოვანთა ნაწილმა გასულ კვირას ქალაქ თბილისის მერიაში შეიტანა პროექტი, ხელოვნებისთვის თავისუფალი სივრცის მოწყობასთან დაკავშირებით. ორგანიზატორთა განცხადებით ქალაქს სჭირდება კიდევ ერთი კულტურული და ტურისტული ადგილი რომელიც ხელს შეუწყობს ქალაქის განვითარებას. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ საზოგადოებისთვის ცნობილი და საყვარელი მუსიკოსები, მონეტები და ხელოვნები.