logo_geo
eng_logo
გოგა ხაინდრავა: სააკაშვილი რუსულ თამაშს ვეღარ ითამაშებს, აწი თუ ითამაშებს, მხოლოდ დომინოს
- +

24 ოქტომბერი. 2021. 01:54

 

 

კინორეჟისორ გოგა ხაინდრავას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი რუსული მედიის ყურადღების ცენტრშია. მისი თქმით, რუსეთი ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც აწყობს და სჭირდება არეულობა უკრაინასა და საქართველოში, სადაც დესტაბილიზაციის ფაქტორია საქართველოს მესამე პრეზიდენტი.

 

უკრაინაშიც და საქართველოშიც დესტაბილიზაციის ფაქტორს თამაშობდა სააკაშვილი. ახლა ის რუსულ თამაშს ვეღარ თამაშობს და ვეღარც ითამაშებს, აწი თუ ითამაშებს, მხოლოდ დომინოს, მაგრამ, არ მგონია, რომ საკანში ვინმესთან ერთად დასვან, ისეთი მშიშარაა, რომ ამას თავად არ მოინდომებს. ამიტომ, მოუწევს, მარტო ითამაშოს დომინო“, - ამის შესახებ კინორეჟისორმა გოგა ხაინდრავამ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „იმედი live“-ში განაცხადა.

 

ძალიან ყურადღებით ვადევნებ თვალს, თუ რა ხდება მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით რუსულ პრესაში, ყველა წამყვანი რუსული პუტინისტური მაუწყებლობა, სააკაშვილით იწყებს და სააკაშვილით ამთავრებს ყველა საინფორმაციო გამოშვებას. ეს იმაზე მეტყველებს, რომ იქ ინტერესი ძალიან დიდია. რა ინტერესი შეიძლება ჰქონდეს პუტინის რუსეთს საქართველოსადმი?! მათი ინტერესის სფეროა მაცივარში ჩასმული კაცი, რომელიც აქ გამოგვიგზავნეს. ამას დიდი ხანია ვამბობ და ვინ მეთაურობს ამას? სხვათა შორის წამოცდენები ხშირი აქვთ. იმ დღეს კადრს აჩვენებდნენ და უკან უცებ გამოჩნდა ალასანია... არ დაგვავიწყდეს, რომ ალასანია არის რუსეთის „ფეესბეს“ თანამშრომელი. მთელი ამ წლების განმავლობაში მე ვესწრებოდი უშიშროების სხდომებს, სადაც ის იჯდა. ცხინვალის ის კატასტროფა, პირდაპირ იყო ალასანიასა და სააკაშვილის კისერზე“, - აღნიშნა ხაინდრავამ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner