„ავსტრიის კანცლერის, ალექსანდერ შალენბერგის განცხადებით, მათთვის, ვისაც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა არ ექნებათ გაკეთებული, შეზღუდვები დაწესდება“, - ამის შესახებ Euronews-ი წერს.
ქვეყნის მთავრობა რეგულაციების ამოქმედებას კოვიდინფიცირების მაჩვენებლის სწრაფი ზრდის გამო გეგმავს.
შალენბერგის განმარტებით, განიხილება შეზღუდვები, რომელთა მიხედვითაც, მათ, ვინც აცრილი არ იქნებიან, შეეზღუდებათ რესტორნებსა და სასტუმროებში შესვლის უფლება. ეპიდვითარების კიდევ უფრო გაუარესების შემთხვევაში კი, არ გამორიცხავენ, აუცრელებს სახლებიდან გასვლის უფლება მხოლოდ გადაუდებელი საჭიროების შემთხვევაში მიეცეთ.