საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ლეგენდარულ მოცეკვავესა და ქორეოგრაფს, ფრიდონ სულაბერიძეს 80 წლის იუბილეს ულოცავს.
„ბატონმა ფრიდონმა მთელი ცხოვრება ქართული ქორეოგრაფიის განვითარებას, ჩვენი კულტურული ტრადიციების აღორძინებასა და პოპულარიზაციას მიუძღვნა. მაღალი პროფესიონალიზმითა და საქმისადმი თავდადებით მან ყველაზე დიდი ჯილდო - ხალხის სიყვარული მოიპოვა. გულითადად ვულოცავ იუბილეს ბატონ ფრიდონს და კვლავაც დღეგრძელობასა და მხნეობას ვუსურვებ“, - აღნიშნულია საქართველოს პრემიერის განცხადებაში.