ჯანდაცვის მინისტრის შეფასებით, ქვეყანაში შეზღუდვების გასამკაცრებლად, ამ დროისთვის, ობიექტური მიზეზი არ არსებობს.
„ინფექციის გავრცელების კოეფიციენტი 1,32-ია. ერთი კვირის წინ, ეს მაჩვენებელი იყო 1,72. ვინაიდან ვხედავთ, რომ კოეფიციენტმა დაიწია, ჩნდება მოლოდინი, რომ, აბსოლუტურ რიცხვში, შემდეგი კვირის ბოლოს, დაბალი მაჩვენებლები გვექნება. აქედან გამომდინარე, ვერ ვხედავ რაიმე საფუძველს იმისთვის, რომ დამატებითი შეზღუდვები დაწესდეს“, - აღნიშნავს ეკატერინე ტიკარაძე.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 692 240 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 630 961, გარდაიცვალა 9 742 პაციენტი.