logo_geo
eng_logo
საქართველოს რკინიგზაში აცხადებენ, რომ შეფერხება აღმოფხვრილია და სამგზავრო მატარებლების მოძრაობა სრულად აღდგა
- +

24 ოქტომბერი. 2021. 12:32

 

 

 

„სამგზავრო მატარებლების მოძრაობა სრულად აღდგენილია. შეფერხება გუშინ საღამოს ოთხ მიმართულებაზე: ზუგდიდი- თბილისი, თბილისი-ბათუმი, თბილისი-ფოთი და ბათუმი-თბილისის მატარებლებზე სახელმწიფო ელექტროსისტემის მაღალი ძაბვის ხაზების გაწყვეტას მოჰყვა, რამაც რკინიგზის საკონტაქტო ხაზის დაზიანება და მატარებლების მოძრაობის შეჩერება გამოიწვია“, – ამის შესახებ საქართველოს რკინიგზის განცხადებაშია ნათქვამი.

 

„ოპერატიულად ჩატარებული აღდგენითი სამუშაოების შედეგად მოძრაობა სრულად, ოთხივე მიმართულებით დაახლოებით სამ საათში განახლდა. საქართველოს რკინიგზამ ინფორმაცია მომხდარის შესახებ მგზავრებს მატარებლების გაჩერებისთანავე მიაწოდა.

 

ყველა მიმართულებით მოძრავი მატარებლების მგზავრებისთვის კომპანიამ სასმელი წყლისა და საკვების მიტანა უზრუნველყო. თბილისში ჩამოსულ მგზავრებს სადგურში ავტობუსები დახვდათ, რომლებმაც მგზავრები სურვილისამებრ დანიშნულების ადგილამდე მიიყვანეს“, – ნათქვამია განცხადებაში.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner