მომღერალი და მსახიობი თემურ წიკლაური გაზეთ ,,კვირის პალიტრას" თავის ცხოვრებაზე ესაუბრა. მან ძველი დრო გაიხსენა.
„ერთხელ პავილიონში გვქონდა გადაღება. სუფრის სცენა იყო, სადაც ყველანი ვქეიფობთ. გაგვიშალეს სუფრა და რომ არ შეგვეჭამა, ნავთი მოასხეს, რადგან მსახიობები ნელ-ნელა ვიციცქნებოდით და ბოლოს კადრში გამოსაჩენი აღარაფერი რჩებოდა. მოვიდა დოდო და სუნი რომ იგრძნო, მაგიდა აატრიალა. არა გრცხვენიათ, ნავთი როგორ დაასხითო, აყვირდა. ახლავე მოიტანეთ წესიერი პურმარილი, მერე რა, რომ შევჭამთო. ატყდა ერთი ამბავი, დირექტორი ახალი პურმარილის მოსატანად გაიქცა. აი, ასეთი კაცი იყო. დევი იყო, კეთილი დევი. გამტანი, სიმართლის მოყვარული, დამცველი", - იხსენებს თემურ წიკლაური