„დღეს ქვეყანაში კორონავიერუსის აქტიური შემთხვევა არის 51 ათასი. უკვე სერიოზულად ეტყობა ზეწოლა ჯანდაცვის სისტემას“, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ „რუსთავი 2“,-ის ეთერში განაცხადა
მისი თქმით, იზრდება სტაციონარში ავადმყოფთა რაოდენობა.
„დღევანდელი მონაცემებით, საიმედო პროგნოზი არ არის. დღეს ქვეყანაში აქტიური შემთხვევა არის 51 ათასი. უკვე სერიოზულად ეტყობა ზეწოლა ჯანდაცვის სისტემას. იზრდება სტაციონარში ავადმყოფთა რაოდენობა, იზრდება მძიმე ავადმყოფთა რაოდენობა და ასევე, ხელოვნურ ვენტილაციაზე მყოფ პაციენტთა რაოდენობა. ჩვენ დეკემბერში, პიკზე, გვქონდა 33-34 ათასი აქტიური შემთხვევა, აგვისტოს პიკზე გვქონდა 63 ათასი, მაგრამ შორს აღარ არის ეს მაჩვენებელი. თუ ყოველდღე 4-5 ათასი ახალი შემთხვევა იქნა ქვეყანაში, ჩვენ ძალიან სწრაფად მივალთ უკვე იმ ლიმიტამდე, რასაც ჯანდაცვის სისტემას შეუძლია გაუძლოს“, -აცხადებს ამირან გამყრელიძე.