პარლამენტარი ანრი ოხანაშვილი იმ სამართლებრივი ასპექტებზე საუბრობს, რომლებიც, მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობისა და „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს მოქმედებდა საქართველოში.
ანრი ოხანაშვილის თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმი შეეხო ყველას, ვინც მათ იდეებს არ იზიარებდა.
პარლამენტარი ფეისბუქ-გვერდზე გამოქვეყნებულ სტატუსში საუბრობს „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში განსხვავებული აზრის გამო დევნაზე, ნარკოტიკების ჩადებაზე, სასჯელის შეკრებითობაზე და ციხეში არსებულ პირობებზე.
„იმ ახალგაზრდებმა, ვისაც ასაკიდან გამომდინარე კარგად არ გახსოვთ „ნაცმოძრაობის“ და მიშას რეპრესიული და ძალადობრივი რეჟიმი, იკითხეთ ოჯახში ან ახლობლებთან და დაგიდასტურებენ, რომ: ნაცების რეჟიმის ტერორი და უსამართლობა შეეხო თქვენი ოჯახის წევრს თუ არა, თქვენივე ოჯახის სულ მცირე ერთ ნათესავს, ერთ მეგობარს/ახლობელს ან ერთ მეზობელს მაინც!
გეტყვიან, რომ:
სასტიკად დევნეს განსხვავებული აზრის გამო (ეს მაშინ, როცა sim-ბარათებს იღებდნენ ტელეფონებიდან, ერთმანეთისთვის ნაცებისგან განსხვავებული აზრი რომ გაეზირებინათ) შემდეგი ფორმებით:
მოკლედ, ეს მაშინდელი სამართლებრივი ასპექტების მოკლე მიმოხილვაა, თუ რა ხდებოდა 21-ე საუკუნის ნაცების გაგებით მიშას მიერ დემოკრატიულად გაბრწყინებულ საქართველოში!
ამიტომ, გახსოვდეთ, რომ „ნაცების“ რეჟიმი შეეხო ყველას, ვინც მათსავით არ ფიქრობდა! ეს მოძალადე ჯგუფები ისევ აქ არიან, უბრალოდ რებრენდირებულნი მელია-ხოშტარია-გირჩი ჯაფარიძეთი! ამ რებრენდირებულებმაც ძალიან კარგად იციან ეს ყველაფერი, რადგან „ნაცების“ შიდა სამზარეულოს მზარეულები იყვნენ და ახლა მოგვივლინეს ვითომ „შეფ“-ნეო-ნაც-სახეებად!
ფაქტია, „ნაცების“ მთელი ამდენი წლის ნაკოწიწები მელია-ხოშტარია-გირჩი ჯაფარიძის რებრენდინგი მარტივად დაიმსხვრა, რადგან ისევ მათი ბელადის მიშა-მიშას ყვირილი დაავალეს! სწორედ ამიტომ არის #ნაცობასირცხვილი და #მიშისტობა #კიდევუფრომეტისირცხვილი!“, - წერს ანრი ოხანაშვილი.