logo_geo
eng_logo
პრეზიდენტ რონალდ რეიგანზე თავდამსხმელი ფსიქიატრიულ კლინიკას დატოვებს
- +

28 ივლისი. 2016. 14:42



აშშ-ის სასამართლომ პრეზიდენტ რონალდ რეიგანზე თავდამსხმელს ფსიქიატრიული კლინიკის დატოვების უფლება მისცა. ჯონ ჰინკლიმ, რომელმაც 1981 წელს ქვეყნის პირველი პირის მოკვლა სცადა, აღნიშნულ დაწესებულებაში 35 წელი გაატარა.


მოსამართლის გადაწყვეტილებით, ამჟამად  61 წლის ჰინკლი საზოგადოებისთვის საფრთხეს აღარ წარმოადგენს. ის კლინიკას 5 აგვისტოს დატოვებს და ვირჯინიის შტატში, დედასთან ერთად იცხოვრებს.


გახმაურებული თავადასმა 1981 წლის 30 მარტს ვაშინგტონში მოხდა. ჰინკლიმ რონალდ რეიგანს და მის თანმხლებ პირებს ცეცხლი მაშინ გაუხსნა, როდესაც ისინი სასტუმრო „ჰილტონიდან" გამოდიოდნენ. თავდამსხმელმა სულ ექვსჯერ გაისროლა, რის შედეგადაც ქვეყნის პირველი პირი და კიდევ სამი ადამიანი დაჭრა.




 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner