logo_geo
eng_logo
თემურ შაშიაშვილი: საქართველოში აშშ-ის ავტორიტეტი კატასტროფული სიჩქარით ნადგურდება
- +

28 ივლისი. 2016. 14:44



ამ ბოლო დღეებში საზოგადობაში  აქტიურად   განიხილება   „ამერიკის ნამდვილი მეგობრების"  მიმართვა აშშ-ის ელჩისადმი. აღნიშნულ მიმართვას  „თეთრების"" ლიდერი თემურ შაშიაშვილი  ეხმიანება:



სრულად ვიზიარებ მიმართვის შინაარსს... ერთს დავამატებ მხოლოდ:აშშ-ის ავტორიტეტი კუს ნაბიჯებით კი არა, კატასტროფული სიჩქარით ნადგურდება და ეს სულაც არ არის  კარგი საქართველოსათვის. ამერიკის ავტორიტეტის  განადგურებას წარმატებულად  ახერხებენ სწორედ  ამერიკის ცალკეულ ხელისუფალთა ..ფავორიტები - მიხეილ სააკაშვილი და მისი გუნდი, ამერიკელების მიერვე ფინანსირებადი არასამთავრობოები და ნაცმოძრაობა"... ამ პროცესს  სათავეში უდგანან  აშშ-ის  ელჩები, განსაკუთრებით გამოვყოფდი ბოლო ოთხ ელჩს, სამწუხაროდ, დღევანდელი ამ მიმართულებით ერთ-ერთი ყველაზე წარმატებულია".

საბედნიეროდ, საქართველოში  სხვა, დადებითი მაგალითიც გვაქვს: ვგულისხმობ აშშ-ის პირველ  ელჩ, კენტ ბრაუნ. ის  იყო ნამდვილი ამერიკელიც და საქართველოს ნამდვილი მეგობარიც. კეთილი საქმეები აკეთა, კარგი კვალიც დატოვა და ,კიდევ ერთი - არ გამდიდრებულა საქართველოში. სხვების რა გითხრათ...."  - აღნიშნავს აშიაშვილი.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner