ამ ბოლო დღეებში საზოგადობაში აქტიურად განიხილება „ამერიკის ნამდვილი მეგობრების" მიმართვა აშშ-ის ელჩისადმი. აღნიშნულ მიმართვას „თეთრების"" ლიდერი თემურ შაშიაშვილი ეხმიანება:
„სრულად ვიზიარებ მიმართვის შინაარსს... ერთს დავამატებ მხოლოდ:აშშ-ის ავტორიტეტი კუს ნაბიჯებით კი არა, კატასტროფული სიჩქარით ნადგურდება და ეს სულაც არ არის კარგი საქართველოსათვის. ამერიკის ავტორიტეტის განადგურებას წარმატებულად ახერხებენ სწორედ ამერიკის ცალკეულ ხელისუფალთა ე.წ.ფავორიტები - მიხეილ სააკაშვილი და მისი გუნდი, ამერიკელების მიერვე ფინანსირებადი არასამთავრობოები და „ნაცმოძრაობა"... ამ პროცესს სათავეში უდგანან აშშ-ის ელჩები, განსაკუთრებით გამოვყოფდი ბოლო ოთხ ელჩს, სამწუხაროდ, დღევანდელი ამ მიმართულებით ერთ-ერთი ყველაზე „წარმატებულია".
საბედნიეროდ, საქართველოში სხვა, დადებითი მაგალითიც გვაქვს: ვგულისხმობ აშშ-ის პირველ ელჩს, კენტ ბრაუნს. ის იყო ნამდვილი ამერიკელიც და საქართველოს ნამდვილი მეგობარიც. კეთილი საქმეები აკეთა, კარგი კვალიც დატოვა და ,კიდევ ერთი - არ გამდიდრებულა საქართველოში. სხვების რა გითხრათ...." - აღნიშნავს შაშიაშვილი.