logo_geo
eng_logo
მორაგბე მერაბ კვირიკაშვილი საავადმყოფოდან გაწერეს
- +

28 ივლისი. 2016. 14:46



ქუთაისი-სამტრედიის გზაზე 21 ივლისს მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებული მორაგბე მერაბ კვირიკაშვილი საავადმყოფოდან გაწერეს.

 

„მერაბ კვირიკაშვილი გუშინ გაეწერა. დანარჩენი სამი პაციენტის მდგომარეობა უცვლელია, სტაბილურად მძიმეა. ისინი გაუარესების გარეშე, რეანიმაციაში ხელოვნურ მართვით სუნთქვაზე იმყოფებიან. ამ კვირაში მათთან დაკავშირებით არაფერი ახალი არ არის დაგეგმილი. მომავალ კვირას კი გადაწყდება, იქნება თუ არა საჭირო ოპერაციული ჩარევა. მათ მოტეხილობები აღენიშნებათ", -  განაცხადა ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრის დირექტორმა ანჟელა ორჯონიკიძემ.


შეგახსენებთ, რომ 21 ივლისს, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მორაგბეები: 32 წლის მერაბ კვირიკაშვილი და 26 წლის გიორგი ლომინაძე, ასევე მათი მეუღლეები დაშავდნენ. გიორგი ლომინაძეს ორივე ბარძაყისა და წვივის ძვლების მოტეხილობა, ტრავმული შოკი, ქალა-ტვინის დახურული ტრავმა და სისხლის დიდი ოდენობით დანაკარგი აღენიშნებოდა. მერაბ კვირიკაშვილის მდგომარეობა კი მძიმე არ იყო.


 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner