მსჯავრდადებულ სააკაშვილის ადვოკატისა და მთავარი არხის დირექტორის, ნიკა გვარამიას სამიზნე ამჯერად პატრიარქის ტახტის მოსაყდრე, მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) აღმოჩნდა.
აღნიშნულის მიზეზი მეუფის 17 ოქტომბრის ქადაგება გახდა. საკვირაო წირვის შემდეგ მიტროპოლიტმა კაცთმოყვარეობაზე ისაუბრა. ქადაგება შეეხო შენდობის ქრისტიანულ წესსაც. პატრიარქის ტახტის მოსაყდრეს საკვირაო ქადაგებისას არ უხსენებია არც მსჯავრდადებული და ბრალდებული სააკაშვილი, არც მისი პარტია და არც მათთან დაახლოებული ადამიანები. თუმცა, ქადაგებაში ნახსენებ ბოროტებზე, გვარამიას მხოლოდ მიხეილ სააკაშვილი და „ნაციონალური მოძრაობა“ გაახსენდა.
„თავად მოახდინეს ქადაგების ასეთი ინტერპრეტირება - მიმართულება მისცეს კონკრეტული ადამიანების მისამართით, მაშინ როდესაც ეს ამბიონიდან საერთოდ არ გაჟღერებულა, რომ ამაში რომელიმე კონკრეტული პიროვნება მოიაზრება ან რომელიმე კონკრეტული პარტია.
ქადაგება ზოგადად მიტევების თემას ეხებოდა. დამოკიდებულებას მოყვასისადმი და სახარებიდან მოყვანილი იყო ის სიტყვები, რომ ნუ გაუკეთებ სხვას, რაც არ გინდა შენ გაგიკეთონ და შენც სხვას ისე მოექეცი, როგორც გინდა, რომ შენ მოგექცნენ“, - განაცხადა მამა ლონგინოზმა.