logo_geo
eng_logo
რატი იონათამიშვილი დავით კირკიტაძის საარჩევნო შტაბთან მომხდარ ინციდენტზე: „ნაცი, იგივე მიშისტი - ადამიანი, რომელსაც სხვა „სიკეთეებთან“ ერთად, ერთდროულად შეუძლია იყოს სასტიკი მოძალადე
- +

24 ოქტომბერი. 2021. 23:27

 

 

„ველოდები ე.წ „გავლენიანი“ არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებებს დავით კირკიტაძის ამ ქმედებაზე“, - ამის შესახებ პარლამენტარი რატი იონათამიშვილი სოციალურ ქსელში წერ, რითაც რუსთავში „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან მომხდარ ინციდენტს ეხმაურება. საუბარია დავით კირკიტაძის საარჩევნო შტაბთან  ფიზიკური დაპირისპირების ფაქტზე.

 

იონათამიშვილი დაპირისპირების ამსახველ ვიდეოს აქვეყნებს:

 

„ნაცი, იგივე მიშისტი - ადამიანი, რომელსაც სხვა „სიკეთეებთან“ ერთად, ერთდროულად შეუძლია იყოს სასტიკი მოძალადე და შეშინებული ჩმორი. ველოდები ე.წ „გავლენიანი“ არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებებს დავით კირკიტაძის ამ ქმედებაზე და „მთავარი არხის“, „ტვ პირველის“ და „ფორმულას რეაქციებს!“, - წერს რატი იონათამიშვილი.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner