„ველოდები ე.წ „გავლენიანი“ არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებებს დავით კირკიტაძის ამ ქმედებაზე“, - ამის შესახებ პარლამენტარი რატი იონათამიშვილი სოციალურ ქსელში წერ, რითაც რუსთავში „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან მომხდარ ინციდენტს ეხმაურება. საუბარია დავით კირკიტაძის საარჩევნო შტაბთან ფიზიკური დაპირისპირების ფაქტზე.
იონათამიშვილი დაპირისპირების ამსახველ ვიდეოს აქვეყნებს:
„ნაცი, იგივე მიშისტი - ადამიანი, რომელსაც სხვა „სიკეთეებთან“ ერთად, ერთდროულად შეუძლია იყოს სასტიკი მოძალადე და შეშინებული ჩმორი. ველოდები ე.წ „გავლენიანი“ არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებებს დავით კირკიტაძის ამ ქმედებაზე და „მთავარი არხის“, „ტვ პირველის“ და „ფორმულას რეაქციებს!“, - წერს რატი იონათამიშვილი.