logo_geo
eng_logo
ირაკლი შონია: მინდა ჩემი თანადგომა და მხარდაჭერა გამოვხატო - მათთან ურთიერთობა არის სულიერი კომფორტი და ბედნიერება!
- +

24 ოქტომბერი. 2021. 23:16

 

 

„ამ ფოტოზე არიან  ის უმაღლესი სასულიერო იერარქები, რომელთაც მე უდიდესი პატივისცემით მოვიხსენიებ!

პატრიარქის თანამოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი მეუფე შიო და ზუგდიდი-ცაიშის მიტროპოლიტი მეუფე გერასიმე!“, - წერს ჟურნალისტი ირაკლი შონია სოციალურ ქსელში.

 

„ორივე უაღრესად განათლებული, განსწავლული და ერუდირებული პიროვნებები არიან ღვთის მსახურებაში და საკუთარი ქვეყნის გარჯაში.

მათი აუგად მხსენებელნი საცოდავები არიან, რომ ხედავენ და ვერ ამჩნევენ, სმენა აქვთ და ვერ ისმენენ, უბადრუკნი და პატარა სულის ადამიანები, რომელნიც ცდილობენ წითელი ჩეკისტების მსგავსად, ორჯონიკიძის სულიერი მემკვიდრეებს უფლება რომ ჰქონოდათ ხელახლა დაანგრევდნენ ტაძრებს და ფიზიკურად გაუსწორდებოდნენ როგორც წინა საუკუნეში, წმინდა ამბროსი ხელაიას და წმინდა კირიონ მეორეს წინააღმდეგ გაილაშქრნენ...

 

მინდა ჩემი თანადგომა და მხარდაჭერა გამოვხატო და ვიტყოდი, რომ მათთან ურთიერთობა არის სულიერი კომფორტი და ბედნიერება! უფლის წყალობა თქვენ და მათგან დალოცვილი ირაკლი შონიაც, მათი  ლოცვით და შეწევნით ცხოვრობს ამ ქვეყანაზე!“, - წერს ჟურნალისტი.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner