„წინა ხელისუფლების დროს რეპრესირებულ ადამიანებს სულ არ სიამოვნებთ ამის გახსენება, არც საჯარო სივრცეში ამის გამოტანა. ყველაფერი გადახარშული და ნაგლოვია. მაგრამ ახალი თაობა წამოვიდა, რომელსაც აღარ ახსოვს და ამ ყველაფრის შემოქმედნი უტიფარი ენერგიით ამტკიცებენ, რომ არაფერი მომხდარა“, - ამის შესახებ მწერალმა და დრამატურგმა ლაშა თაბუკაშვილმა გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.
„არსებობს ადამიანების ჯგუფი, რომელსაც სამი მაიმუნივით, არ უნდა დაინახოს, მოისმინოს და დაიჯეროს. არსებობს ზღვა მასალა, ფაქტები და ერთ-ერთი თავკაცი ამბობს, ყელში ამოვიდა გირგვლიანის საქმეო. გირგვლიანი, რომელიც არა რის ცალკე კრიმინალური ისტორია. გირგვლიანი არის სიმბოლო და ირინა ენუქიძე იყო სიმბოლო“, - განაცხადა ლაშა თაბუკაშვილმა.