logo_geo
eng_logo
ირაკლი ხმალაძე ნიკა მელიაზე: არ შეიძლება ისეთი პირობის მიცემა, რისი საშუალებაც მუნიციპალიტეტს არ აქვს, საარჩევნო მიზნებისთვის ეს მოქალაქეების შეცდომაში შეყვანაა
- +

25 ოქტომბერი. 2021. 00:44

 

 

„არ შეიძლება ისეთი პირობის მიცემა, რისი საშუალებაც მუნიციპალიტეტს არ აქვს. ეს არის პირდაპირ მოტყუება ქალაქელების, ამომრჩევლების და საარჩევნო მიზნებისთვის მათი შეცდომაში შეყვანა“, - ამის შესახებ თბილისის ვიცე-მერმა, ირაკლი ხმალაძემ „იმედის კვირას“ განუცხადა.

 

ვიცე-მერმა თბილისის სოციალურ ბიუჯეტის საჭიროებებზე ისაუბრა. ხმალაძე დარწმუნებულია, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის მერობის კანდიდატის ნიკა მელიას საარჩევნო დაპირებებზე არცერთი ამომრჩეველი არ წამოეგება.

 

„ყველა კარგად ხვდება, რომ ეს არის მხოლოდ სიტყვები და არაფერი - მის ზურგს უკან. თითოეული პირობა, პროგრამა, პროექტი, რასაც ჩვენ საზოგადოებას წარვუდგენთ, რამდენიმეთვიანი მომზადებისა და მუშაობის შედეგია. რა თქმა უნდა, ბოლოს ციფრებზე ვმუშაობთ-ხოლმე, რადგან ყველაფერი ფინანსურ შესაძლებლობებზეა დაკავშირებული. არ შეიძლება ისეთი პირობის მიცემა, რისი საშუალებაც მუნიციპალიტეტს არ აქვს. ეს არის პირდაპირ მოტყუება ქალაქელების, ამომრჩევლების და საარჩევნო მიზნებისთვის მათი შეცდომაში შეყვანა“, - განაცხადა ხმალაძემ.

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner