logo_geo
eng_logo
ამირან სალუქვაძე „ნაცმოძრაობაზე“: არ ესმით, არ იმჩნევენ, არ ინანიებენ...
- +

25 ოქტომბერი. 2021. 01:35

 

 

„1997 წლიდან მოყოლებული 2012 წლამდე კიდევ ჰქონდათ 15 წელი სასამართლო რეფორმის დასასრულებლად. რით ვერ დაასრულეს?“, - წერს ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე „ნაციონალური მოძრაობის“ მისამართით სოციალურ ქსელში.

 

„მელია ამბობს, "ნაცმოძრაობამ ბევრი რამ გავაკეთეთ, მაგრამ ბევრი ვერ გავაკეთეთ, სასამართლო რეფორმა ვერ განვახორციელეთო".

ამ დღეებში გავახსენე საზოგადოებას. 1997 წელს სასამართლო რეფორმის ჩატარებისთვის სააკაშვილი წლის ადამიანად გამოაცხადეს.

1997 წლიდან მოყოლებული 2012 წლამდე კიდევ ჰქონდათ 15 წელი სასამართლო რეფორმის დასასრულებლად. რით ვერ დაასრულეს? ხელისუფლებაში ყოფნისას მოსწონდათ.

რა გააკეთა ნაცმოძრაობამ და ათი იმდენი რამდენი რამ გააფუჭა და დააშავა, ცალკე სასაუბროა. ორი თვეა ყოველ დღე ახსენებენ, მაგრამ არ ესმით, არ იმჩნევენ, არ ინანიებენ...“, - წერს ანალიტიკოსი.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner