logo_geo
eng_logo
ლადო პაპავა: თურმე „პროდასავლური“ „ნაცმოძრაობა“ საქართველოში სინგაპურს აშენებდა, სადაც ავტორიტარული მმართველობა იყო და „პრორუსულმა“ „ქართულმა ოცნებამ“ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას მოაწერა ხელი
- +

25 ოქტომბერი. 2021. 01:54

 

 

„2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ევროკავშირმა საქართველოს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება შესთავაზა. ანუ, პრაქტიკულად გვითხრა: „ანკესს გაძლევს, თევზი თვითონ, დაიჭირე“. მაშინ მოიფიქრეს ყველანაირი საბაბი იმისა, რომ ჩვენ დღეს არ ვართ მზად ის პირობები დავაკმაყოფილოთ, რასაც ევროკავშირი გვიყენებს“, - ამის შესახებ ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორმა, ეკონომიკის ექსპერტმა ლადო პაპავამ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა. მან ყოფილი პრეზიდენტის განცხადებაც გაიხსენა, რომელიც ამბობდა, რომ საქართველო სინგაპური უნდა გახდეს.

 

„მაყურებელს შევახსენებ სააკაშვილის მოწოდებას, რომ საქართველო უნდა გახდეს სინგაპური. სად ევროკავშირი, სად სინგაპური. ახლა მეორე მაგალითი, 2014 წელი - ვილნიუსში ხელი ეწერება ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას, რომელიც მოიცავს ღრმა და ყოვლისმომცველ თავისუფალ ვაჭრობას. ანუ, მას წინ უძღოდა ბრიუსელის მიერ წაყენებული პირობების შესრულება. ხელი მოაწერა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა. ანუ, ეს „ქართული ოცნების“ [მმართველობის] პერიოდში მოხდა. თურმე „პროდასავლური“ „ნაცმოძრაობა“ საქართველოში სინგაპურს აშენებდა იმიტომ, რომ იქ ავტორიტარული მმართველობა იყო და „პრორუსულმა“ „ქართულმა ოცნებამ“ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას მოაწერა ხელი. მოდით დასკვნები ტელემაყურებლისთვის მიგვინდია“, - განაცხადა პაპავამ.

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner