logo_geo
eng_logo
გია გაბრიჭიძე: არა მგონია, რომ საქართველოს რომელიმე მოქალაქეს სურდეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან რომელიმე დამატებითი პროექტის ფინანსებით, არეულობისა და ძალადობის დაფინანსება
- +

25 ოქტომბერი. 2021. 02:41

 

 

ჟურნალისტი გია გაბრიჭიძე სოციალურ ქსელში წერს:

 

„დაფინანსება, რომელიც არის განსაზღვრული, ექნება ყველა მუნიციპალიტეტს, მაგრამ მთავრობის ხელში არის დამატებითი ბერკეტები. უამრავი პროექტის დაფინანსება შეგვიძლია ცენტრალურ მთავრობას და ასეც ხდება. შემაფერხებელი ბარიერი იქნება ჩვენთვის და ნაკლები მოტივაცია გვექნება იმ შემთხვევაში, თუ იქნებოდა ოპოზიციონერი კანდიდატი“ - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილებაა.

აბსოლუტურად სწორი, რადგანაც როგორც თავად ე.წ. ოპოები აცხადებენ, მათ "გამარჯვების შემთხვევაში" გადაწყვეტილი აქვთ არა იმ მუნიპალიტეტზე ზრუნვა, არა ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებისა და პრობლემების მიხედვა, არამედ ე.წ. რევოლუციური შტაბების შექმნა.

არა მგონია, რომ საქართველოს რომელიმე მოქალაქეს სურდეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან რომელიმე დამატებითი პროექტის ფინანსებით, არეულობისა და ძალადობის დაფინანსება.

ეს ყველაფერი ძალიან მარტივად აღსაქმელია და არანაირ "მსჯელობას" არ ექვემდებარება“, - წერს გაბრიჭიძე.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner