თურქმა ოპოზიციონერმა ფეთჰულა გიულენმა სავარაუდოდ, ამერიკის შეერთებული შტატები დატოვა. სააგენტო Reuters-ის ინფორმაციით, ამის შესახებ თურქეთის იუსტიციის მინისტრმა ბექირ ბოზდაგმა განაცხადა. მისი თქმით, თურქეთის ხელისუფლებამ შესაბამისი სადაზვერვო ინფორმაცია მიიღო.
ბექირ ბოზდაგმა ტელეკომპანია Haberturk-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ გიულენი შესაძლოა ავსტრალიაში, მექსიკაში, კანადაში, სამხრეთ აფრიკაში ან ეგვიპტეში გაიქცა.
აქვე, ოფიციალური კაიროს ინფორმაციით, ფეთჰულა გიულენს ეგვიპტისთვის თავშესაფარი არ უთხოვია.