logo_geo
eng_logo
ვეტერანთა მსოფლიო ჩემპიონატზე ქართველმა ძიუდოისტებმა 5 ოქრო მოიპოვეს
- +

25 ოქტომბერი. 2021. 10:38
 
 
ლისაბონში დასრულდა მსოფლიო ჩემპიონატი ვეტერანთა შორის, სადაც საქართველოს ნაკრების ძიუდოისტებმა 5 ოქროს, 3 ვერცხლის და 3 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. მსოფლიო ჩემპიონი მეხუთედ გახდა ალექსი დავითაშვილი, რომელმაც +100კგ წონით კატეგორიაში M4 ასაკის ძიუდოისტებს შორის გაიმარჯვა. მსოფლიოს ჩემპიონები გახდნენ აგრეთვე: პაატა ღვინიაშვილი (-90კგ, M1), მამუკა კურდღელაშვილი (-60კგ, M5), გიგლა ალიბეგაშვილი (-66კგ, M5) და ვასილ ბერუაშვილი (-66კგ, M2). ვერცხლის მედლის მფლობელები გახდნენ იოსებ მარგველაშვილი (-90კგ, M3), ლევან გოგინაშვილი (+100კგ, M3) და გიორგი მოდებაძე (-100კგ, M2) . მესამე ადგილზე გავიდნენ: ელგუჯა გვასალია (-90კგ, M6), ნუგზარ კოჭლამაზაშვილი (-81კგ, M4) და ანზორ შეღვიაშვილი (+100კგ, M1)
 
 
 
 
 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner