logo_geo
eng_logo
თეა წულუკიანი: მიხეილ ხერგიანის სამშობლოში, მეკლდეურობა სპორტის სამინისტროსგან განსაკუთრებული მხარდაჭერით ისარგებლებს
- +

25 ოქტომბერი. 2021. 10:40

 

 

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა, მინისტრის მოადგილე სოსო გიორგაძესთან ერთად, სამინისტროში მეკლდეურობის ფედერაციის პრეზიდენტს, ლადო გურჩიანს უმასპინძლა, - ამის შესახებ ინფორმაციას კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.

 

მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე, რომელსაც მეკლდეურობის ფედერაციის სხვა ხელმძღვანელი პირებიც დაესწრნენ, საქართველოში მეკლდეურობის განვითარების შესაძლებლობები და პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე ქართველი მეკლდეურების ასპარეზობის პერსპექტივები განიხილეს.

 

საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა მეკლდეურობა ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე საშეჯიბრო პროგრამაში შეიტანა და პარიზის ოლიმპიურ თამაშებზეც დატოვა. მინისტრის ინიციატივით, მეკლდეურობის ფედერაცია პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე ქართველი სპორტსმენების ასპარეზობის შესაძლებლობებს გააანალიზებს და სამინისტროს კონკრეტულ გეგმას წარუდგენს. გარდა ამისა, დაიგეგმა მინისტრის მიერ თბილისის მეკლდეურობის დარბაზის მონახულება, რომელიც განახლებას საჭიროებს.

 

თეა წულუკიანმა ყურადღება გაამახვილა მეკლდეურობის 6-დან 14-წლამდე ბავშვებში პოპულარიზაციასა და საჯარო სკოლებში დანერგვაზე.

 

შეხვედრის ბოლოს, მინისტრმა მეკლდეურებს სრული მხარდაჭერა აღუთქვა და დასძინა, რომ საქართველოში, რომელიც მიხეილ ხერგიანისა და არაერთი ცნობილი მეკლდეურის სამშობლოა, სპორტის ამ სახეობას შესაბამისი მხარდაჭერა ექნება.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner