მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილს დღეს შეხვდება. შეხვედა 17:00 საათზე გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას „კვირა" ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, შოთაძისა და პაპუაშვილის შეხვედრა უწყებაში შედგება.
„შეხვედრის შესახებ მთავარი პროკურატურის ადმინისტრაციასა და საკონსტიტუციო სასამართლოს საორგანიზაციო სამსახურს შორის უკვე შედგა საუბარი", - აცხადებს პროკურატურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ნათია სუხიაშვილი.