logo_geo
eng_logo
თამარ გაბუნია: მე-18 დაწესებულებაში სამედიცინო სერვისის ხარისხი არის სრულიად შესაფერისი ნებისმიერ სტანდარტთან, რომელიც მისაღებია როგორც ჩვენს ქვეყანაში, ასევე საერთაშორისო დონეზე
- +

25 ოქტომბერი. 2021. 11:40

 

 

მიხეილ სააკაშვილს, საჭიროების შემთხვევაში, სავარაუდოდ, პენიტენციური სამსახურის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში მოათავსებენ. კონკრეტული გადაწყვეტილების მიღებამდე, იქ არსებულ პირობებს იუსტიციის მინისტრი ჯანდაცვის მინისტრის მოადგილესთან ერთად გაეცნო. უწყების ინფორმაციით პაციენტის მისაღებად ინფრასტრუქტურა სრულად გამართულია. „კლინიკას აქვს სრული აღჭურვილობა იმისათვის, რომ აწარმოოს უსაფრთხო სერვისი, როგორც გადაუდებელი დახმარების, ასევე ინტენსიური თერაპიისა და რეანიმაციული მიმართულებით. ეს რეანიმაციული განყოფილება, რომელიც 2 პაციენტზე არის გათვლილი, აღჭურვილია უახლესი აპარატურით, მათ შორის არის ხელოვნური სუნთქვის აპარატი, დეფიბრილატორი, კარდიომონიტორი, ინფუზიის აპარატი, რაც აუცილებელია ელექტროლიტური დისბალანსის შემთხვევაში სითხეებისა და ელექტროლიტების გადასხმისა და მონიტორინგისთვის. აქ არის ყველა ტექნოლოგიური პირობა იმისთვის, რომ ინტენსიური თერაპია, პაციენტზე დაკვირვება უსაფრთხოდ განხორციელდეს. ასევე, პერსონალი, რომელიც მობილიზებულია კონკრეტულად ამ განყოფილებაში სამუშაოდ, არის ძალიან გამოცდილი, უდიდესი კვალიფიკაციით. ამგვარად, ვფიქრობთ, რომ სამედიცინო სერვისის ხარისხი არის სრულიად შესაფერისი ნებისმიერ სტანდარტთან, რომელიც მისაღებია როგორც ჩვენს ქვეყანაში, ასევე საერთაშორისო დონეზე. ამიტომ, ვფიქრობთ, რომ ეს განყოფილება სრულიად გამართულია იმისთვის, რომ პაციენტი მიიღოს და უმკურნალოს“, - განაცხადა გაბუნიამ. ნიკა გვარამიას ცნობით, N18 სამკურნალო დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილის უსაფრთხოების დაცვის მინიმალური გარანტია არ არსებობს და მისი ციხის საავადმყოფოში გადაყვანისას იმიტირებული ბუნტი იგეგმება, რომელიც მიხეილ სააკაშვილის ლიკვიდაციით დასრულდება. იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექცია ნიკა გვარამიას მის მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გაესაუბრება.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner