logo_geo
eng_logo
გურამ მაჭარაშვილი: საზოგადოებას აღარ აინტერესებს პროვოკაციები, რაც „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან მოდის
- +

25 ოქტომბერი. 2021. 12:48

 

 

„ქართული ოცნება“ არ არის გადაწყვეტილების მიმღები, რომელი პატიმარი დატოვებს საპატიმროს და რომელი არა, ამას უნდა შევეგუოთ", – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

 

მისივე თქმით, სააკაშვილი საპატიმროში იმდენ ხანს იქნება, რამდენიც მისჯილი აქვს.

 

„პატიმარი სააკაშვილის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ყოფნა იმდენი ხანი გაგრძელდება, რამდენიც აქვს მისჯილი ქართული მართლმსაჯულების მიერ. საზოგადოებას აღარ აინტერესებს ის პროვოკაციები, რაც „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან მოდის. უფრო მეტიც, არც მათ ამომრჩეველთა ინტერესებში შედის, რომ პროვოკაციები და ქუჩის აქციები იყოს. საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ქუჩის აქციებზე მათი მხარდამჭერებიც კი არ გამოდიოდნენ. საზოგადოება წყვეტს, ვინ იყოს ხელისუფლებაში და ვინ ოპოზიციაში“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner