logo_geo
eng_logo
ეკატერინე ტიკარაძე იმერეთის რეგიონის სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს ხვდება
- +

25 ოქტომბერი. 2021. 13:09

 

 

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე იმერეთის რეგიონში სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს ხვდება.

 

ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრის მთავარი თემა ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარება, ვაქცინაციაში არსებული საჭიროებები, გამოწვევები და მათი გადაჭრის გზებია.

 

ამ წუთებში მინისტრი, კოლეგებთან ერთად ვაქცინაციის გეგმის გააქტიურების საკითხს განიხილავს.

 

შეხვედრას სახელმწიფო რწმუნებული იმერეთის რეგიონში ზვიად შალამბერიძე და საზოგადოებისთვის ცნობილი ექიმები ესწრებიან, მათ შორის არიან: ლევან რატიანი, დავით გაგუა, ივანე ჩხაიძე, მარინა ეზუგბაია და სხვ.

 

გარდა ამისა, მინისტრი სამედიცინო საზოგადოებას, ჯანდაცვის სისტემის განვითარების სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით პრეზენტაციასაც წარუდგენს.

შეგახსენებთ, რომ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ინფექციისაგან თავდაცვის ეფექტური და უსაფრთხო საშუალებაა!

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია, საზოგადოებრივი ჯანდაცვის უწყებები და კვალიფიციური ექიმები რეკომენდაციას უწევენ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციას.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner